მესიჯი სოლიდარობისა და მკაფიო გაგების შესახებ, თუ რას გვართმევს ომი; რწმენა, რომ საბოლოოდ ყველა ომი მთავრდება და სიცოცხლე ბრუნდება.

Highcon-ის თავმჯდომარე და HP Indigo-ს ყოფილი გენერალური მენეჯერი, ალონ ბარ-შანი, თავის მნიშვნელოვან მესიჯში ტაშს უკრავს უკრაინელი მბეჭდავების და პოპულაციის გამბედაობას და მათ დახმარებას ჰპირდება, როგორც გლობალური ბეჭდური ოჯახის წევრი.

მე მიყვარს ეს ინდუსტრია და წლების განმავლობაში ათასობით მბეჭდავს შევხვდი, მსოფლიოს ათეულობით ქვეყნიდან. მე ყოველთვის მოტივირებული ვიყავი იმით, რომ ბეჭდვის ინდუსტრია პროფესიონალი, ძირითადად საოჯახო ბიზნესების აგრეგატია, რომლებსაც მნიშვნელოვანი როლი აქვთ კომუნიკაციის, გამჭვირვალობისა და თავისუფლების ღირებულებების შენარჩუნებაში.

ამ დღეებში, ისრაელში ჯდომა და საზარელი ომის, უკრაინაში მომხდარი შემოჭრის შესახებ წაკითხვა და ყურება, გულის განმგმირავია. ჩვენ ნამდვილად არ ვიცით რა ვქნათ.

ებრაელებს, სამწუხაროდ, გაგვეგება, თუ რა არის ომი. მე ასევე ბევრს ვფიქრობ, ჩემ მშობლებზე, რომლებიც ბერლინში, გერმანიაში დაიბადნენ და 1933 წელს ლტოლვილებად წამოსვლა მოუხდათ. ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ ასე მოხდებოდა.

რადგან, საბოლოოდ, ომი მთავრდება. ცხოვრება კი უკან ბრუნდება, როგორც ბეჭდური ინდუსტრია, გვინდა ჩვენს კოლეგებს დავეხმაროთ.

ჩემი გული, პირველ რიგში, ჩემს კოლეგა მბეჭდავებთან და უკრაინის მთელ მამაც მოსახლეობასთანაა. გისურვებთ, რომ ეს საშინელი დღეები სწრაფად გავიდეს. ჩვენ ვფიქრობთ თქვენზე და ასევე ვცდილობთ გავიგოთ, როგორ შეგვიძლია შორიდან დაგეხმაროთ დღეს და ხვალაც. რადგან, საბოლოოდ, ომი მთავრდება. ცხოვრება კი უკან ბრუნდება, როგორც ბეჭდური ინდუსტრია, გვინდა ჩვენს კოლეგებს დავეხმაროთ.

გჯეროდეთ, რომ აქ თქვენს მხარდასაჭერად ვართ. ჩვენ მალევე გვინდა შევიტყოთ უფრო მეტი თქვენი საჭიროებების შესახებ და გარანტია მოგცეთ, რომ როგორც კი ეს დასრულდება, როგორც ბეჭდური საზოგადოება, ევროპაში, ისრაელში და დარწმუნებული ვარ, მთელ მსოფლიოში, გაერთიანებას შევძლებთ და მხარს დავუჭერთ აღმშენებლობას.

ტაშს ვუკრავ თქვენ გამბედაობას. მე მყავს ბევრი კოლეგა და მეგობარი ისრაელში, რომლებსაც ოჯახები უკრაინაში ჰყავთ და ზოგიერთს ბებია-ბაბუასთან და ბიძებთან, ბოლო ათი დღის განმავლობაში არ უსაუბრიათ.

რთულია ამის გაგება. გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი საჭიროებები. როგორ დაგეხმაროთ. ჩვენ აქ ვიქნებით და რითაც შეგვეძლება, დაგეხმარებით.