Print+ის რედაქტორ, იგორ აგარკოვთან ერთად, ჩვენ არსებულ გეოპოლიტიკურ ჭრილში უკრაინელი მბეჭდავების პოზიცია, გლობალურ ბეჭდურ ინდუსტრიაში გამორჩეული პოზიციის პოვნის სურვილი და ომის შედეგად განადგურებული ბაზრის აღდგენის აუცილებლობა მიმოვიხილეთ.

რამდენად არის მიბმული უკრაინის ბეჭდვის ინდუსტრია ევროპულ ბაზართან? რამდენადაა მიბმული რუსულ, ან სხვა მარკეტებთან?

უკრაინული სტამბები სისტემატურად ემსახურებიან მომხმარებლებს ევროკავშირიდან და აწარმოებენ ხარისხიან პროდუქციას. მართალია ოფსეტური ბეჭდვის იმდენი დანადგარი არ გვაქვს, რამდენსაც ვისურვებდით, მაგრამ გვაქვს. მაგალითად, ახალი Heidelberg-ის საბეჭდი მანქანები ახლახან დამონტაჟდა ტერნოპილსა და კიევში და ბევრმა შედარებით ახალმა ოფსეტურმა მანქანამ შეავსო სტამბების არსენალი უკრაინის ბევრ რეგიონში.

PrintStore Group-ის საახალწლო წვეულება 2020
PrintStore Group-ის საახალწლო წვეულება 2020

უკეთესი მდგომარეობაა ციფრულ ბეჭდვასა და ფლექსოგრაფიაში. უკრაინულ სტამბებს ყველაზე თანამედროვე დანადგარები და ტექნოლოგიები აქვთ.

უკრაინის ბეჭდვის ინდუსტრია 2014 წლიდან არ არის ინტეგრირებული რუსეთთან. დონბასის მოვლენებამდე ინტეგრაციის ხარისხი ძალიან მაღალი იყო – განსაკუთრებით აღმოსავლეთ უკრაინის სტამბებისთვის და კიევის ზოგიერთი საწარმოსთვის. ზოგიერთი სტამბა რუსეთთან მუშაობას ამჟამინდელ შემოჭრამდეც აგრძელებდა, თუმცა ამას არ ახმაურებდა.

უკრაინული სტამბები სისტემატურად ემსახურებიან მომხმარებლებს ევროკავშირიდან და აწარმოებენ ხარისხიან პროდუქციას.

როგორ ფიქრობთ, დღესდღეობით რამდენად ევროპელებად გრძნობენ თავს უკრაინელები? და რამდენად იგრძნობენ მომავალში?

ჩვენ ევროპულ ღირებულებებს ვიზიარებთ. მუდმივი პოლიტიკური პრობლემების მიუხედავად, უკრაინელებმა ყველა ჩვენი პრეზიდენტი დემოკრატიული გზით ავირჩიეთ. ჩვენს ხალხს თავისუფლება სისხლში აქვს.

დღეს უკრაინელები ისე გაერთიანდნენ, როგორც არასდროს. ჩვენ მზად ვართ ევროპული ღირებულებები გავიზიაროთ და საკუთარ თავს ევროკავშირში ვხედავთ, ევროპელი პოლიტიკოსებისაგან განსხვავებით, რომლებიც იქ ვერ გვხედავენ. მაკრონი ან შოლცი აგრძელებენ აგრესორი ქვეყნის შეშლილი ლიდერის დამშვიდებას.

უკრაინული სარეკლამო ნივთების მიმწოდებლის ჯიხური ეროვნულ სავაჭრო გამოფენაზე
უკრაინული სარეკლამო ნივთების მიმწოდებლის ჯიხური ეროვნულ სავაჭრო გამოფენაზე

ევროპაში მომუშავე ადამიანები სამშობლოსთან კავშირს არ წყვეტენ. შრომითი მიგრანტები დღეს უკრაინაში ბრუნდებიან, რათა ის იარაღით ხელში დაიცვან აგრესორისგან. დარწმუნებული ვარ, უკრაინელი ქალები, რომლებიც იძულებული გახდნენ ევროპაში წასულიყვნენ, ადგილობრივებს ტვირთად არ დააწვებიან და მოხალისეებს შეუერთდებიან, ან თავისი პროფესიით იმუშავებენ.

ცოტა ხნის წინ რამდენიმე უკრაინელ ქალს დავეხმარე საკუთარი პროფილით სამსახურის პოვნაში. ასეთი მოთხოვნები გამუდმებით შემოგვდის. ჩვენ ასევე ვაქვეყნებთ ინფორმაციას პოლონეთიდან, ლატვიიდან და სხვა ქვეყნებიდან ვაკანსიების შესახებ ჩვენს საჯარო არხებზე სოციალურ ქსელებში.

ჩვენ არ მივილტვით იმისკენ, რომ მუდმივად ევროპის ან აშშ-ს გრანტებით და სუბსიდიებით ვიარსებოთ. ჩვენ ვიცით როგორ და გვინდა ვიმუშაოთ და გამოვიმუშაოთ ჩვენთვის.

რა გამოწვევები ელოდება უკრაინის ბეჭდურ ინდუსტრიას?

ჩვენ არ მივილტვით იმისკენ, რომ მუდმივად ევროპის ან აშშ-ს გრანტებით და სუბსიდიებით ვიარსებოთ. ჩვენ ვიცით როგორ და გვინდა ვიმუშაოთ და გამოვიმუშაოთ ჩვენთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა უკრაინული სტამბა შეეცდება ბიზნესი რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს.

სწრაფი აღდგენა რამდენიმე ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. გადამწყვეტია პერსონალი და სახარჯო მასალების ნაკლებობა. პროფესიონალების ნაკლებობა მანამდეც იყო. ეკონომიკის ზრდასთან ერთად 2021-ში, ეს ნაკლებად შესამჩნევი გახდა, მაგრამ ახლა სიტუაცია უკონტროლოა, გასაგები მიზეზების გამო. ბევრს ნულიდან მოუწევს დაწყება.

StarCard-ის ჯიხური ეროვნულ სავაჭრო გამოფენაზე
StarCard-ის ჯიხური ეროვნულ სავაჭრო გამოფენაზე

რაც შეეხება სახარჯო მასალას, მსოფლიო ბაზარზე აშკარა კრიზისია, რაც იწვევს ქაღალდის, მუყაოს და სხვა პროდუქციის ჯგუფების დეფიციტს, რომლებიც მოთხოვნადია ბეჭდვის ინდუსტრიაში. უკრაინაში არსებულ აგრესიასთან კომბინაციაში, სიტუაცია ძალიან გართულებულია. ვფიქრობ, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მოვაჭრეების სურვილზე და მზადყოფნაზე, მხარი დაუჭირონ უკრაინის ბეჭდურ ინდუსტრიას არა სიტყვით, არამედ საქმით. მათ უნდა გააუქმონ კვოტები ნედლეულის მიწოდებაზე და ასევე დააწესონ ლოიალური პირობები მათი გადაზიდვისთვის.

მათი მხარდაჭერა ჩვენს კომპანიასაც სჭირდება.

ჩვენ მზად ვართ გადავცეთ  გზავნილები მსოფლიო მწარმოებლებისგან უკრაინის სამიზნე აუდიტორიას, ჩვენი ელექტრონული და ბეჭდური მედიის გამოყენებით. ჩვენ  ინდუსტრიის კომპანიებთან ურთიერთთანამშრომლობის იმედი გვაქვს.