საჭრელი მანქანების მწარმოებელი ხაზს უსვამს თავის მხარდაჭერას უკრაინისადმი და მოუწოდებს გაძლიერებისკენ, სანამ გვირაბის ბოლოს სინათლე არ გამოჩნდება.
ნიკო ვალიანი, საოჯახო იტალიური ციფრული ჭრის ბიზნესის აღმასრულებელი დირექტორი, თანაგრძნობას უცხადებს თავის მრავალ უკრაინელ მეგობარს, ბეჭდურ ბაზარს და მთელ მოსახლეობას.
უკვე რამდენიმე წელია Valiani-ს საჭრელი მანქანების ბიზნესს ვხელმძღვანელობ და როგორც იცით, Valiani ვიზუალური კომუნიკაციებისა და შეფუთვის ინდუსტრიის ნაწილია.
უსიამოვნო სიტუაცია ჩვენს ბიზნეს აქტივობას ევროპაში სულ უფრო ართულებს. გარდა ბიზნესისა, მე როგორც მამა, ქმარი და პიროვნება, ცივილიზებულ სამყაროს ვეკუთვნი. მკაცრად უკუვაგდებ ომის იდეას და ვგმობ უკრაინის ამ მოულოდნელ კონფლიქტს.
თავს ჩემი მეგობრების და კოლეგების ადგილას წარმოვიდგენ და ვიმედოვნებ, ყველა ჩემს უკრაინელ მეგობარს ბეჭდვისა და შეფუთვის მომავალ ღონისძიებებზე შევხვდები.
ჩემთვის 21-ე საუკუნეში ომის იდეა მიუღებელია. უკრაინელები ფანტასტიკური ხალხია, იქ რამდენჯერმე ვარ ნამყოფი. იქ ბევრი მეგობარი მყავს და სიყვარულს ვუცხადებ მათ და მთელს უკრაინას.
ამ რთულ დროს, მე თქვენთან ვარ და გისურვებთ კონფლიქტის ძალიან მალე დასრულებას. კომპანია Valiani-მ გადავწყვიტეთ საკვები შეგვეგროვებინა უკრაინისთვის. ეს მცირედია, მაგრამ გვერდზე გადგომა არ შეგვიძლია. პირიქით, გვინდა რაც შეიძლება მეტი გავაკეთოთ ჩვენი უკრაინელი მეგობრების დასახმარებლად.
უკრაინა ევროპის ნაწილია, ისევე როგორც იტალია და ჩვენ ყველას საერთო ბედი გვაქვს. ჩვენ 100%-ით ვეწინააღმდეგებით კონფლიქტს და ვამაყობთ Print Against War საზოგადოების წევრობით. მე თქვენთან ვარ, გთხოვთ, გამაგრდით. სინათლე გვირაბის ბოლოს უკვე ძალიან ახლოსაა. ყველას გეხუტებით და ვიმედოვნებ, რომ მალე შევხვდებით. Ciao.