გამოცდილი ინფლუენსერების წყვილი რეაგირებს უკრაინის მოვლენებზე, გმობს ავტოკრატიულ ლიდერებს, მიჯნავს პოლიტიკასა და ადამიანურ ღირებულებებს და მოგვიწოდებს მსოფლიოს ირგვლივ ბეჭდური სფეროს წარმომადგენლების გასაჭირზე კონცენტრირებისაკენ.

WhatTheyThink-ის პრეზიდენტი ერიკ ვესელსი და რედაქტორი კერი შერბურნი, აკეთებენ კომენტარს უკრაინაში მიმდინარე სოციალურ და ეკონომიკურ ნგრევაზე, განიხილავენ და აღწერენ თავიანთ ვალდებულებას მიმდინარე მოვლენების გაშუქებაში, ხაზს უსვამენ დემოკრატიისა და მშვიდობის ფასეულობებს და წარმოგვიდგენენ მბეჭდავთა დახმარების განსხვავებულ ფორმებს. WhatTheyThink თანადგომას უცხადებს Print Against War-ს.

ხანდახან გვავიწყდება, რომ გლობალური მოვლენები ჩვენს ინდუსტრიაზე ახდენენ გავლენას. ვიღაცამ მოგვმართა და ჩვენ გავაშუქეთ ის, რაც იქ ხდება და როგორ აისახება ეს ინდუსტრიაზე.

ჩვენ სიტყვის თავისუფლების მხარეს ვართ. Print Against War-თან ერთად გვსურს WhatTheyThink-ის ოჯახის სახელით გავაჟღეროთ, რომ ჩვენ სოლიდარულები ვართ მათთან, ვინც ამგვარ ომსა და ჩაგვრას ებრძვის და დემოკრატიული ღირებულებების მხარეს ვართ. სიტყვის თავისუფლება, კომუნიკაცია და ბეჭდვა კი ყოველთვის ამის დიდი ნაწილი იყო.

ფინანსური წვლილის შეტანის რამდენიმე გზა არსებობს. ამას ახლა მრავალი ორგანიზაცია აკეთებს, მაგრამ Print Against War ყველასგან განსხვავებით ცდილობს, რომ უკრაინის მომავალი დაგვანახოს, რომელიც ააღორძინებს საკუთარ ბეჭდურ ინდუსტრიას, ომის დასრულების შემდეგ. ის კი აუცილებლად დასრულდება. აღორძინება უმნიშვნელოვანესი ამოცანაა და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ამოცანის გადაჭრის საუკეთესო გზების მიგნების მცდელობებს.

ჩვენ დემოკრატიული ღირებულებების მხარეს ვართ. სიტყვის თავისუფლება, კომუნიკაცია და ბეჭდვა კი ყოველთვის ამის დიდი ნაწილი იყო.

ჩვენ შევძელით ისეთი პლატფორმის შემუშავება, რომელიც გარკვეულ ყურადღებას იპყრობს ჩრდილოეთ ამერიკაში და გლობალურ დონეზე. ასე რომ, ჩვენ მზად ვართ ეს პლატფორმა გამოვიყენოთ დახმარებისკენ მიმართული აქტივობების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად. მე უბრალოდ მინდა ვუთხრა ბეჭდური გამომცემლობების საერთაშორისო საზოგადოებას, რომ WhatTheyThink აქ არის დასახმარებლად და ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ინდუსტრიის მომწოდებლებს, რომ იფიქრონ იმაზე, თუ რა გზით შეუძლიათ თქვენი დახმარება. იქნება ეს საგრანტო პროგრამები, თუ დონაცია, იმ ტექნიკის ჩასანაცვლებლად, რომელიც არალეგალური დაბომბვისა და ნგრევის შედეგად განადგურდა.

არსებობს ფინანსური შემოწირულობების საჭიროება მთელი ქვეყნის აღსადგენად. ჩვენ შეგვიძლია ბეჭდურ ინდუსტრიაზე ვფოკუსირდეთ და მათ ფეხზე დადგომაში დავეხმაროთ, ვფიქრობ, ეს მშვენიერი მიზანია და პირადად მე მინდა ვთქვა, რომ უკრაინელი ხალხის ძალა და გამბედაობა, მიუხედავად იმისა, ამჟამად უკრაინაში იმყოფებიან, თუ არა, განსაცვიფრებელია და მათი ლიდერი, პრეზიდენტი ზელენსკი, არაჩვეულებრივად ინარჩუნებს მათ სულისკვეთებას და ცდილობს არალეგალურ ინვაზიას უკან დაახევინოს.

ვფიქრობ, ბევრი მომწოდებელია, რომელიც თავს იკავებს ისეთ საკითხებზე საუბრისგან, რომლებიც შეიძლება პოლიტიკურ ჭრილში იქნას აღქმული. მე ვიცი, რომ მეც ასე ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ არსებობს ადამიანური ღირებულება, რომელიც სცილდება პოლიტიკას და ამიტომაც ვხედავთ, რომ ბევრი ბრენდი და ბევრი ბიზნესი აქტიურად საუბრობს ამ საკითხზე.

არსებობს ადამიანური ღირებულება, რომელიც სცილდება პოლიტიკას და ამიტომაც ვხედავთ, რომ ბევრი ბრენდი და ბევრი ბიზნესი აქტიურად საუბრობს ამ საკითხზე.

მშვიდობიანი ცხოვრება და ცხოვრების თავისუფლად გაგრძელების შესაძლებლობა, ადამიანური ღირებულებაა, უფრო დემოკრატიული, ვიდრე ამერიკული. იმედია ხალხი იპოვის გამბედაობას და ნებას, რომ ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი და მხარდაჭერა განაგრძოს. არ არის აუცილებელი ამის პოლიტიზირება და ბიზნესებზე ზეწოლა, რომ რუსეთში მოღვაწეობა შეწყვიტონ. მე არ ვთვლი, რომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ ყველა რუსი ცუდი ადამიანია და უნდა წავართვათ გარკვეული კომფორტი, რომელიც უცხოურ ბიზნესს მოაქვს მათ კულტურაში. 

ვწუხვარ, რომ რუსი ხალხიც იტანჯება. ვგულისხმობ, რომ მათ არც ომი გამოუცხადებიათ და შეიძლება სრული ინფორმაციაც არ ჰქონდეთ. მათ არც კი იციან, რა ხდება რეალურად და როგორც ბევრ საინფორმაციოში ვნახე, თავისუფალი პრესა რუსეთში უმცირესობაშია, ცდილობენ ფუნქციონირებას, მაგრამ მათ ახშობენ და ზოგიერთ შემთხვევაში ემუქრებიან, ზოგჯერ კი პირდაპირ ფიზიკურად უსწორდებიან.

მსოფლიოში სულ უფრო მეტი ავტოკრატული ლიდერია და პრესის თავისუფლებაც მზარდი ზეწოლის ქვეშაა. ასე რომ, Print Against War-ის ძალისხმევა სცილდება უკრაინას და ჩვენ შეგვიძლია დავამკვიდროთ მოდელი, რომელიც იმუშავებს როგორც უკრაინის ბეჭდური ინდუსტრიის ფეხზე დასაყენებლად, ასევე სხვა ქვეყნებისთვის, თუკი მსგავს არამშვიდობიან ვითარებაში აღმოჩნდებიან.

ჩვენ გვსურს გამოვხატოთ შეშფოთება და მხარდაჭერა უკრაინელების და ყველა იმ ადამიანის მიმართ, მსოფლიოს მასშტაბით, ბეჭდურ ინდუსტრიაში, რომლებიც მათი ბიზნესის გადარჩენისთვის იბრძვიან. იმიტომ, რომ ის მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო საშუალებაა და ჩვენ მისი ერთგული ვართ.