კიევში მოღვაწე წიგნების გამყიდველი, გამომცემელი და მბეჭდავი ეძებს არა მოგებას, არამედ შესაძლებლობას რომ აწარმოოს, დასაქმებულები გამოკვებოს და არ გაფლანგოს ადამიანური და პროფესიონალური კაპიტალი.

როსტისლავ ბურლაკა, RBP Publishing-ის გენერალური მენეჯერი კიევში, საუბრობს იმ საშინელებაზე, რაც რუსულმა ინვაზიამ გამოიწვია უკრაინულ პოპულაციაში, თავისი კომპანიის დაკარგვის შიშზე და ადამიანური და პროფესიონალური კაპიტალის სამუდამოდ დაკარგვის რისკზე.

24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის მასობრივი დაბომბვა დაიწყო. ჩვენ დილის 5 საათზე გაგვეღვიძა, სახლი ზანზარებდა. ძალიან შეგვეშინდა, რადგან მცირეწლოვანი ვაჟი გვყავს. პირველ დღეებში ვერ გაგვეგო, სად წავსულიყავით. საჰაერო განგაშის ხმა დღეში მრავალჯერ ისმოდა, რაც ძალიან თრგუნავდა ბავშვებს და მეუღლეს. მათ წასვლა გადაწყვიტეს, მე დავრჩი.

კარგი ისაა, რომ ფიზიკურად უსაფრთხოდ ვართ, მაგრამ ემოციურად, ალბათ სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ ომს შეგიძლია გაექცე, მაგრამ სულიდან ვერ ამოშლი. 24 საათის განმავლობაში ვფიქრობთ ომზე და იმ ადამიანებზე, უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში რომ ხოცავენ რუსეთის სამხედრო ძალები.

RBP-ს მიერ გამოცემული და დაბეჭდილი წიგნი

ვფიქრობ, ომს შეგვიძლია გავექცეთ, მაგრამ მას სულიდან ვერ ამოვშლით.

ერთი მხრივ, ვითარება გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც ჩვენმა არმიამ რუსები ჩვენი ქვეყნის ჩრდილოეთიდან განდევნა. მეორე მხრივ კი რუსეთს მძლავრი რაკეტები აქვს, რომელთა სროლაც და უკრაინის ნებისმიერი ქალაქის დაზიანება შავი ზღვიდან ან რუსეთის სხვა ადგილებიდან შეუძლიათ. თავს უსაფრთხოდ ვერ ვგრძნობთ.

რაკეტებისაგან დაცული არ ვართ, რადგან საკმარისი ანტისარაკეტო მხარდაჭერა არ მიგვიღია. ცა არ დახურულა და რუსეთს ბევრი ბოროტების ჩადენა შეუძლია თვითმფრინავებით და რაკეტებით. ისინი ძირითადად სამოქალაქო ობიექტებს ანადგურებენ. ხალხის დაშინებას ცდილობენ. ისინი პირდაპირ ამბობენ: “ჩვენ გვინდა, რომ თქვენ ჩვენი გეშინოდეთ და შემდეგ ჩვენ გავიმარჯვებთ.”

ყველაფერი ათი წლის წინ დაიწყო, ფსიქოლოგიური ლიტერატურის ინტერნეტ მაღაზიით. დროთა განმავლობაში ცხადი გახდა, რომ შეგვიძლია და უნდა გამოვცეთ წიგნები უკრაინულად. ექვსი წლის წინ, 2016 წელს, დავაარსე RBP Publishing, როგორც მეორე ფილიალი. ჩვენ ვიყიდეთ უფლებები ევროპაში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში. ჩვენ გვყავს თარჯიმნები, რედაქტორები, დიზაინერები, რომლებიც წიგნებს ამზადებენ. ჩვენი სპეციალობა ფსიქოლოგიური ლიტერატურაა.

თავიდან წიგნებს სხვადასხვა სტამბებს ვაბეჭდინებით, მაგრამ რამდენიმე წელიწადში მივხვდით, რომ თვითონაც შეგვეძლო ამის გაკეთება. 40 კვ.მ.-თი დავიწყეთ. იქ ციფრული საბეჭდი მანქანები იყო, მოთხოვნით ბეჭდვისთვის. ჩვენ ათჯერ გავიზარდეთ, 400 კვ.მ.-მდე და შევქმენით სტამბა ოფსეტ ბეჭდვის, მაგარი და რბილი ყდების მანქანებით. თუმცა მაინც პატარა კომპანიად ვრჩებით. ჩვენ შეგვიძლია თვეში არაუმეტეს 10-15,000 წიგნი დავბეჭდოთ.

ახლა სამი განშტოება გვაქვს: ინტერნეტ მაღაზია, გამომცემლობა და სტამბა.

RBP Publishing-ის ოფსეტური ბეჭდვის ოთახი

ახლა ძალიან გვიჭირს. ომის დაწყებიდან პირველი თვის განმავლობაში, შემოსავალი ათჯერ შემცირდა. გადარჩენის ზღვარზე ვართ. წიგნების კითხვა, ან რამის დაბეჭდვა ადამიანების პირველადი მოთხოვნილება არ არის. თუმცა ზოგიერთი ფსიქოლოგი იმ ადამიანებთან მუშაობს, რომლებიც ომის დროს დაშავდნენ. ისინი ჩვენ წიგნებს კითხულობენ, რაც მათ ამ ხალხთან მუშაობაში ეხმარება.

ბევრი მომხმარებელი დავკარგეთ, ვინც ჩვენთან ბეჭდავდა წიგნებს. ჩვენ ვცდილობთ მივიღოთ ინვოისები ზოგიერთი კლიენტისგან. რაც ძალიან რთულია. ეს თანხა კვირაში ორი სამუშაო დღისთვის, მხოლოდ საკვებისთვისაა საკმარისი. საჭმლის ფულის გამოსამუშავებლად.

რთულია იმის გამოცნობა, თუ რა მოხდება მომავალში. თუ ომი კიდევ ნახევარი წელიწადი გაგრძელდება, არსებობს რისკი, რომ ყველაფერს დავკარგავთ. ის ხალხი, ვინც ახლა შინ რჩება, შესაძლოა მალე ქვეყნიდან წავიდეს. ხალხს დავკარგავთ. არც მომხმარებელი იქნება და აღარც პერსონალი. ამაზე ძალიან ვნერვიულობ.

ჩვენ შეგვიძლია ვაწარმოოთ და მივაწოდოთ, რადგან ძირითადი გზები, რომლებიც კიევს დასავლეთთან აკავშირებს, თავისუფალია ოკუპანტებისგან. ეს დაგვეხმარებოდა. როგორც კომპანიას, ახლა შემოსავალი არ გვაქვს. ჩვენ მხოლოდ ქაღალდის შესაძენად და ხალხის კვებისთვის გადასახდელად სამყოფ ფასებს ვაწესებთ.

როგორც კომპანიას, ახლა შემოსავალი არ გვაქვს. ჩვენ მხოლოდ ქაღალდის შესაძენად და ხალხის კვებისთვის გადასახდელად სამყოფ ფასებს ვაწესებთ.

ამ ყველაფერს ათი წლის განმავლობაში ვქმნიდით. მრავალი ადამიანის შრომაა ჩადებული ამ საქმეში. მტკივნეულია იმის გააზრება, რომ შეიძლება ყველაფერი დასრულდეს.

გაურკვეველია, ევროპაში შეკვეთები როგორ უნდა მოვიძიოთ. ერთი მხრივ, ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ ბაზარი. შევთავაზოთ ჩვენი ფასები და ხარისხი. მეორე მხრივ კი რთულია იმის დამტკიცება, რომ შეუძლიათ გვენდონ. თუ არ გვიცნობენ, რთულია ომის პერიოდში გვენდონ.

უნდა ითქვას, რომ ევროპის ქვეყნების დახმარების გარეშე, უკვე ოკუპირებული ვიქნებოდით. მრავალი ადამიანია მადლიერი გამოგზავნილი ფულის, იარაღის, ლტოლვილებისთვის სახლის გაზიარებისთვის.

როსტისლავთან დასაკავშირებლად და RBP Publishing-ის მხარდასაჭერად