ოდესელი მეწარმე ეძებს მომხმარებელს მისი ეკო-მეგობრული საკანცელარიო პროდუქციისთვის, რომელიც ევროპული პრემიუმ ხარისხის მასალებით მზადდება.

იური სტეშენკო, Alfapress-ის აღმასრულებელი დირექტორი ოდესაში, გვაცნობს თავის გაჭირვებას და ბრძოლას, მისი სტამბის მუშაობის გაგრძელებისთვის, სადაც ამჟამად ომამდე დასაქმებული 20 თანამშრომლიდან, 15 მუშაობს.

ორი წლის წინ, ეკო-მეგობრული საკანცელარიო ნივთების წარმოება დავიწყეთ, გადამუშავებადი და ბუნებრივი მასალებისგან, როგორებიცაა ხე და კორპი. ჩვენ ყდებისთვის ევროპულ ნედლეულს ვიყენებთ, როგორებიცაა კორპი პორტუგალიიდან და ესპანეთიდან, ხე უკრაინიდან და ბიომასალა იტალიიდან. ქაღალდს ავსტრიასა და ბულგარეთში ვყიდულობთ. ჩვენ ვიყენებთ მაღალი ხარისხის ქაღალდს, როგორებიცაა Arctic Munken და 100%-ით გადამუშავებადი Mondi Nautilus. ამ ქაღალდებს, გარემოზე ნაკლები გავლენა აქვთ და კარგი ხარისხის საკანცელარიო ნივთების წარმოების საშუალებას გვაძლევს, როგორიცაა Kiri-ს სერიული საკანცელარიო ნაწარმი, რომლის დასახელებაც ჩემი ერთ-ერთი ქალიშვილის, კირას სახელიდან მომდინარეობს.
Kiri Sketch
Kiri Sketch-ის ერთ-ერთი პროდუქტი: 96 გვერდიანი ბლოკნოტი "ავოკადო", ხის მაგარი ყდით.

ოდესაში ჩვენი სტამბა ყველაზე დიდია. 800 კვ.მ. ობიექტზე ხუთი საბეჭდი დანადგარი გვაქვს, მათ შორის Xerox-ის და Ricoh-ის ოფსეტური და ციფრული საბეჭდი მანქანები. უკანასკნელი Ricoh 2020-ში ტელფორდში მივლინებიდან ჩამოვიტანეთ. ასევე გვაქვს საჭრელი, ჭედური, ქაღალდისა და მუყაოს პლოტერები და ხის ფორმირებისთვის ლაზერული ჭრის დანადგარები.

თქვენ შეგიძლიათ ჩვენი პროდუქციის შეძენით დაგვეხმაროთ. ჩვენი სერიული პროდუქტები შეგვიძლია ევროპულ კომპანიებს მივყიდოთ, რომლებიც საკანცელარიო ნივთების მიმართულებით არიან სპეციალიზებული. ჩვენ ასევე შეგვიძლია დავამზადოთ ხის, კორპის და სხვა ეკო მასალების საკანცელარიო ნივთები, ევროპული კომპანიებისთვის.

ჩვენ შეგვიძლია მიწოდება მოლდოვაში, პოლონეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში.

იურისთან დასაკავშირებლად, მხარი დაუჭირეთ Alfapress / Kiri-ს