drupa-ს ლიდერი გვიხაზავს კონკრეტული მხარდაჭერის გეგმას და აღნიშნავს, რომ ეს ტრაგედია drupa-ს და ჩვენი ინდუსტრიის ღირებულებებს ეწინააღმდეგება

drupa-ს დირექტორი საბინე გელდერმანი, სოლიდარობას გამოხატავს უკრაინელების მიმართ და აღნიშნავს, რომ მოხალისეებისა და თანამშრომლების მონდომების წყალობით, Messe Düsseldorf მიმდინარეს 1,500 უკრაინელ ლტოლვილს მასპინძლობს მე-6 დარბაზში.

სადაც ჩვეულებრივ ბეჭდვის ინდუსტრიის გლობალურ მოთამაშეებს ვაერთიანებთ, ახლა ჩვენ ადგილს ვუთმობთ ადამიანებს, რომლებიც თავშესაფარს ეძებენ ძალადობისა და ნგრევისგან.

უკრაინაში არსებული ტრაგიკული ვითარება ეწინააღმდეგება Messe Düsseldorf-ის და drupa-ს ღირებულებებს. რომლებიც ემსახურებიან იდეების თავისუფალ გაცვლას, პარტნიორულ მუშაობას და პოზიტიური მომავლის ფორმირებას.

ჩვენთვის, Messe Düsseldorf-ში, აუცილებელია უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენი სოლიდარობის გამოხატვა. ჩვენ ამჟამად ჩვენი საგამოფენო დარბაზებით და ინფრასტრუქტურით ვეხმარებით მათ და მე-6 დარბაზში 1,500 ადამიანს ვმასპინძლობთ.

დახმარება და მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის. უსაზღვროდ მადლიერი ვართ ასეთი დიდი სოლიდარობის და მზადყოფნის გამო, მოხალისეებისგან და კოლეგებისგან Messe Düsseldorf-დან, რომლებიც მუდმივად ცდილობენ ვითარების გაუმჯობესებას.

ახლო მომავალში ვისურვებდი მეტ ნდობას, რწმენას და მშვიდობას.