Tecnau-ს ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ რაც უკრაინაში ხდება, იმ ფასეულობებს ეწინააღმდეგება, რომლებიც ყველა მშობელმა უნდა შთააგონოს შვილს აღზრდისას, რათა ის კარგ ადამიანად ჩამოყალიბდეს.
იტალიური ფირმა Tecnau-ს გენერალური მენეჯერისტეფანო დე მარკო, მხარდაჭერას უცხადებს ომისგან დაზარალებულ უკრაინელ მბეჭდავებს.
მინდა გამოვხატო ჩემი სიახლოვე უკრაინაში მცხოვრებ ყველა ადამიანთან, იმ ვითარების გამო, რომელშიც ისინი ამჟამად იმყოფებიან. რაც უბრალოდ დაუჯერებელია.
ყოველდღე გვესმის ახალი ამბები და ვხედავთ სურათებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ჩვენს ძირითად ღირებულებებს, იმ ფასეულობებს, რომლებსაც, ჩვენ, პატარა ბავშვების მშობლები, მათ ყოველდღიურად ვუნერგავთ, რათა კარგ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ.
შორიდან ჩვენ მეტის გაკეთება გვსურს. ჩვენ იმას ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია. მაგრამ ჩვენ გვინდა ვაცნობოთ ყველა მბეჭდავს, რომელიც უკრაინაში მუშაობს და ცხოვრობს, რომ ჩვენ დღესაც აქ ვართ და ხვალაც მათთან ვიქნებით.
ჩვენი ვლოცულობთ, რომ ნამდვილმა მშვიდობამ რაც შეიძლება სწრაფად დაისადგუროს.