Print+ის რედაქტორი, იგორ აგარკოვი გვიყვება, მის და მისი თანამემამულეების ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე და ბეჭდვის კომპანიების ამჟამინდელ მდგომარეობაზე.
იგორ, როგორ გრძნობთ თავს თქვენ და თქვენი ოჯახი? როგორ არიან თქვენი რედაქტორები და თანამშრომლები? ერთმანეთს ეკონტაქტებით?
მე ბორისპოლში ვრჩები (კიევის სატელიტი) – აქ უფრო სიმშვიდეა, კიევის მიმდებარე ქალაქებთან შედარებით (ბუჩა, გოსტომელი, ირპინი, მაკარივი, ბოროდიანკა). რამდენად სიმშვიდეა? დღეს ბარიშივკაში (ჩემგან არც თუ ისე შორს) რაკეტა „ისკანდერმა“ გაიფრინა, ფანჯარასთან ქვემეხის ხმები ისმის.
დიახ, თანამშრომლებს ვეკონტაქტები. ჩემი ვებგვერდის პარტნიორი უკვე დიდი ხანია გერმანიაში ცხოვრობს, ოჯახთან ერთად. დიზაინერი პოლონეთში გადასახლდა. ის მზადაა, მუშაობა გააგრძელოს. რეკლამირების დირექტორი ახლა დასავლეთ უკრაინაშია. სხვა თანამშრომლებიც იძულებულები გახდნენ კიევი დაეტოვებინათ. ქალაქში მხოლოდ ერთი მენეჯერი რჩება.
როგორია უკრაინული ბეჭდვითი კომპანიების მდგომარეობა? თქვენ, როგორც გამომცემელი და ინფლუენსერი, როგორ ახერხებთ მათ მხარდაჭერას და გამხნევებას? როგორია მათი უკუკავშირი? როგორ ეკონტაქტებით?
მე არასდროს ვცდილობდი ინფლუენსერობას, თუმცა დიდი საერთაშორისო კომპანიის მარკეტინგის დირექტორი ინფლუენსერს მიწოდებს.
თუ შესაძლებელია, უკრაინული სტამბები მუშაობას აგრძელებენ. სადაც ეს შესაძლებელია (მაგალითად ოდესაში და ლვივში), კომერციული შეკვეთებიც სრულდება. მათ შორის, რუსეთის მიერ დროებით დაპყრობილი ქალაქების სტამბების კლიენტებისთვისაც. ხანდახან მთხოვენ ორდერების შესრულებაში დახმარებას და რა თქმა უნდა, ვეხმარები.
ბოლო 25 წლის განმავლობაში მბეჭდავებთან მუშაობა და კომუნიკაცია ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. არაფერი შეცვლილა. მესენჯერები, ინტერნეტი და სატელეფონო კომუნიკაცია უკრაინის რეგიონების უმრავლესობაში ისევ მუშაობს.
თუ შესაძლებელია, უკრაინული სტამბები მუშაობას აგრძელებენ. სადაც ეს შესაძლებელია (მაგალითად ოდესაში და ლვივში), კომერციული შეკვეთებიც სრულდება.
იგორ აგარკოვი
კომუნიკაცია ახლა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასოდეს. კიევის დიდი სტამბის დირექტორი PrintStore Group მაკარივიდან ცოლთან, დედასთან და ახალშობილ შვილთან ერთად გამოიქცა და ოჯახის ევროპაში ევაკუაციისთვის ფინანსურ მხარდაჭერას ეძებდა. დიდი სტამბის Prime Pack-ის თანამშრომელს სასწრაფო ევაკუაცია დასჭირდა ბუჩადან.
კიევის სტამბები (მაგალითადSa-Bo-Na დაფასოების ქარხანა) უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებებისთვის შეფუთვებს უსასყიდლოდ ბეჭდავენ. მათ რამდენიმე სტამბასთან ითანამშრომლეს, მასალების დეფიციტის გამო. საჭირო სახარჯ მასალებს ჩვენი Facebook და Telegram არხებით ეძებდნენ.
ასეთი ათეულობით და ასეულობით შემთხვევაა. პრობლემები ეფექტურად გვარდება ჩვენს საჯარო გვერდებზე. ეს ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია.
რამდენი კომპანიის სტრუქტურა და დანადგარები დაზიანდა რუსეთის ინვაზიის გამო? რამხელაა ადამიანური რესურსის დანაკარგი? ქვეყნის რომელ ნაწილებშია უფრო რთული ვითარება? შედარებით უკეთესი მდგომარეობა?
როგორც აღვნიშნე, შედარებით მშვიდ რეგიონებში (ლვივი, ოდესა, დნეპრო, ტერმოპილი, ლუცკი, რივნე) სტამბები ასრულებენ კომერვიულ შეკვეთებს. კიევის კომპანიები მოხალისეების და შეიარაღებული ძალებისთვის მუშაობენ. რამდენიმე სტამბის მფლობელი მოხალისეობრივ საქმიანობაშია ჩართული. მაგალითად, Univest Advertising Production დაAvexკიევიდან, აქტიურად აწვდიან ჰუმანიტარულ დახმარებას და ადამიანებს ეხმარებიან სახიფათო რეგიონებიდან ევაკუაციაში.
Dunapack-ის ერთი თანამშრომელი დაიღუპა, რამდენიმე კი დაიჭრა დაბომბვის შედეგად გოფრირებული შეფუთვის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელ კომპანიაში, ოლეშკიში ხერსონის მახლობლად. განადგურებული და ოკუპირებული ბუჩადან ბეჭდვის პროფესიონალების ევაკუაციის შესაძლებლობა განიხილებოდა ჩემს სოციალურ არხებზე.
რა თქმა უნდა, სახარჯო მასალების დეფიციტია. სხვა მიზეზების გარდა, მასალები გლობალური დეფიციტის გამოც არის შეზღუდული. ამას ზემოდან რუსული აგრესიის მიერ განადგურებული ლოჯისტიკაც ემატება.
დაბომბვის შედეგად ძლიერ განადგურებული ხარკივი უკრაინის ერთ-ერთი სტამბის ცენტრია. ქალაქში არის ბევრი ცნობილი ფლექსო სტამბა, მუყაოს შეფუთვის რამდენიმე მსხვილი მწარმოებელი და წიგნის მწარმოებელი წამყვანი კომპანიები: Unisoft დაGlobus. დროებით ოკუპირებულ ხერსონში ბევრი კარგად ცნობილი სტამბაა, რომლებიც წიგნებს და მუყაოს შეფუთვებს აწარმოებენ. ცნობილი სტამბების დიდი ნაწილი ასევე ოპერირებს სუმში და ჩერნიგივში, რომლებიც ძალიან დაზიანდნენ. კუპიანსკში უნიკალური სტამბა იყო, რომელიც ჩამოსახევ კალენდრებს აწარმოებდა.
დაბომბვის შედეგად ძლიერ განადგურებული ხარკივი უკრაინის ერთ-ერთი სტამბის ცენტრია. ქალაქში არის ბევრი ცნობილი ფლექსო სტამბა, მუყაოს შეფუთვის რამდენიმე მსხვილი მწარმოებელი და წიგნის მწარმოებელი წამყვანი კომპანიები.
იგორ აგარკოვი
რამდენი კომპანია აგრძელებს მუშაობას, დაზიანების მიუხედავად? და კიდევ რამდენ ხანს გაძლებენ?
რთულია ამის განსაზღვრა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ არსებობს მეთოდოლოგია, რომელიც საშუალებას გაძლევთ ზუსტად შეაფასოთ მუშა სტამბების რაოდენობა.
მფლობელების სურვილი, რომ განაახლონ სტამბების მუშაობა, რამდენიმე ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. ყველაზე კრიტიკული საკითხები, რა თქმა უნდა, ომთან იქნება დაკავშირებული. დღესდღეობით ეს ძალიან აქტუალურია. დამპყრობლები ახორციელებენ საჰაერო თავდასხმებს უკრაინის ბევრ ქალაქში. დღეს ბარიშივკაში (ჩემგან არც თუ ისე შორს) რაკეტა „ისკანდერი“ ისროლეს. მათ ივანო-ფრანკივსკი, ლუცკი და ჩერნიგივი დაბომბეს. კიევისა და ხარკოვის ალყაში მოქცევის იმედი კიდევ აქვთ.
რთულია ბიზნესზე რამის თქმა.