ოდესაში დაფუძნებულმა ახალგაზრდა კომპანიამ ყველაზე მოწინავე ციფრული ტექნოლოგიები შეიძინა, მსოფლიო კლასის პროდუქციის შესაქმნელად. დღეს რთულია მათთვის შრომის ანაზღაურება, მაგრამ დანებებას და უკრაინის დატოვებას არ აპირებენ.
New Media-ს მფლობელი, ვიქტორ არტიუშჩენკო ამბობს, რომ გაყიდვების 90%-იანი ვარდნის მიუხედავად, თანამშრომლებს მუშაობას სთხოვს. პირველ რიგში, თერაპიული მიზნებით და მეორეც, მას სჯერა, რომ ომის შემდეგ ბიზნესი გაცოცხლდება.
ჩვენ დაახლოებით 35 თანამშრომელი გვყავს. უმრავლესობა ოდესაში რჩება. 50% ქალია და 50% მამაკაცი. ზოგიერთი ქალი სხვა ქვეყანაში წავიდა, ნორვეგიაში, ბულგარეთში და რუმინეთში, ზოგი დისტანციურად მუშაობს. ჩვენი ბუღალტერია და გაყიდვები დისტანციურად მუშაობენ ქლაუდ CRM სისტემის გამოყენებით, რადგან მათ სახლის და ოდესის დატოვება არ სურთ.
ჩემი ოჯახი, ჩემი ცოლი და სამი წლის ქალიშვილი ახლა დნესტრისპირეთში, მოლდოვაში არიან. იქ ჩვენი მეზობლები არიან. ცოტა უცნაური ქვეყანაა, მაგრამ ჩვენთან ახლოს არის, ოდესიდან 2 საათის გზაზეა. ამიტომაც გადავწყვიტეთ ოჯახის იქ გადაყვანა. ჩემი უფროსი ვაჟი ოდესაშია. ის 19 წლისაა, სტუდენტია.
ჩვენ 2014 წელს დავიწყეთ, როგორც ციფრული ბეჭდვის სტამბამ, ვამზადებდით სარეკლამო მასალებს, ფლაერებს, სავიზიტო ბარათებს, ბროშურებს და ა.შ. ახლა სამი ცალი ინდუსტრიული კლასის საბეჭდი მანქანა გვაქვს Konica Minolta-სგან. ეს საკმაოდ დიდი მანქანაა, რომელიც დაახლოებით 200 000 ასლს ბეჭდავს თვეში. ასევე გვაქვს Konica Minolta AccurioLabel press და MGI JETvarnish დეკორატიული გაფორმებისთვის.
აღჭურვილობის უმრავლესობა COVID კარანტინის პერიოდში შევიძინეთ, რადგან გვეგონა, რომ პანდემიის შემდეგ საგრძნობი ზრდა გვექნებოდა. ახლა ბევრი ტექნოლოგია და ძალიან დაბალი გაყიდვები გვაქვს.
ომის დაწყების შემდეგ, მხოლოდ 9 დღით ვიყავით დაკეტილები. რადგან ზოგიერთი რაკეტა და ბომბა ჩვენგან 500 მეტრში ჩამოვარდა. ამიტომ ყველაფერი დავკეტეთ და ხალხს სახლში დარჩენა, ან საზღვრისკენ გამგზავრება ვთხოვეთ.
მაგრამ ჩვენი ნერვული სისტემისთვის სახლში ჯდომა და ახალი ამბების მოსმენა, ან Facebook-ის სქროლვა, კარგი არ არის. შესაბამისად ავმუშავდით. ჩვენს მცირე გუნდში უნდა გვეკონტაქტა.
კომენდანტის საათის პირობებში ნახევარი დღე ვმუშაობდით. შემდეგ ჩვენს ყველა მომხმარებელს დავურეკეთ და ახლა ვმუშაობთ. ოდესაში ჩვენმა მერმა და მთავრობამ ყველას სთხოვა მუშაობა დაეწყოთ, ოფისებში გასულიყვნენ და რამე ეკეთებინათ. ასე ხალხი და თანამშრომლები უფრო გაიაზრებდნენ, რომ სიტუაცია კონტროლირებადია. მუშაობას და კლიენტებთან საუბარს უფრო თერაპიული დანიშნულება აქვს.
ყველამ აღნიშნა, რომ მათი გაყიდვები 100-დან 10-ზე ჩამოვიდა. გაყიდვები ჩვეულებრივზე 90%-ით ნაკლებია. მაგრამ ყველა სამსახურშია. ამას თერაპიული ეფექტი აქვს.
ჩვენ ვანგარიშობთ ყველა ჩვენს ხარჯს და ვცდილობთ გავარკვიოთ, როგორ შევამციროთ ჩვენი ხარჯები. ახალი კონტრაქტი გავაფორმეთ და Konica Minolta-ს მოწყობილობებისთვის გადახდები შევაჩერეთ. რადგან Konica Minolta ჩვენი პარტნიორია და ჩვენი ბიზნესის არსებობასა და ზრდაში დაინტერესებულები არიან, მათ გვითხრეს: ”თქვენ უნდა გადაიხადოთ მხოლოდ მომსახურების კონტრაქტი, ტონერის და სათადარიგო ნაწილების თანხა.”
ჩვენს ბანკებთან ახალი შეთანხმება გავაფორმეთ ნასესხებ ფულზე. ასევე ქირაზე 60%-იანი ფასდაკლება მივიღეთ. ჩვენმა მთავრობამ ყველა თანამშრომლისთვის ფიქსირებული გადასახადის გადახდის ინიციატივა წამოაყენა: დაახლოებით 200 ევრო თითოეულ თანამშრომელზე, ამიტომ მარტში ჩვენ მათ ნაკლები გადავუხადეთ. შემიძლია ვთქვა, რომ აპრილში ჩვენი შემოსავალი გაიზარდა: მარტში 10% იყო ჩვენი რეგულარული მოცულობისა, ხოლო აპრილის პირველ ნახევარში 20%. ასე რომ, თანამშრომლებისთვის სრული არა, მაგრამ ნახევარი ხელფასის გადახდა მაინც შეგვიძლია.
ახლა მიწოდება ძალიან რთულია, რადგან გადამზიდმა კომპანიებმა, როგორიცაა DHL, UPS და სხვები, უკრაინაში მუშაობა შეწყვიტეს. მხოლოდ უკრაინული გადამზიდი Ukrposhta გვაქვს, რომელიც გადატვირთულია. ამიტომაც ერთი-ორი თვე უნდა მოვიცადოთ, მდგომარეობის დასტაბილურებამდე.
ჩვენი საშუალო გადასახადი დაახლოებით 15 დოლარი ან 15 ევროა, 50 ევრომდე. რაც ძალიან მცირეა ევროპაში მიწოდებისთვის. ჩვენ ვფიქრობთ, როგორ გავყიდოთ ჩვენი ეტიკეტები ევროპაში, რადგან ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ რეგულარული პარტნიორები ან რეგულარული მომხმარებლები, რომლებიც შეკვეთას ჩვენგან ყოველთვიურად შეასრულებენ. ეს ძალიან კარგი იქნებოდა ჩვენი ბიუჯეტის და თანამშრომლების მხარდასაჭერად. ასე რომ, ახლა იმაზე ვფიქრობთ, როგორ მოვარგოთ ჩვენი ვებგვერდი ევროპელ მომხმარებელს.
ფასის მხრივ, ჩვენ შეგვიძლია ხელმისაწვდომი პარტნიორები ვიყოთ. ჩვენ არ გვინდა ჩვენი დაწესებულებების ევროპაში გადატანა, რადგან ჩვენ უკრაინის პატრიოტები ვართ და ვფიქრობთ, რომ ომის შემდეგ ჩვენს ქვეყანას ზრდის მნიშვნელოვანი პერსპექტივა აქვს. ამიტომაც აქ უნდა დავრჩეთ და ვიმუშაოთ. მაგრამ ჩვენი თანამშრომლები სამიდან ხუთ თვემდე, ან წლის ბოლომდე უნდა შევინახოთ.
ვიქტორთან დასაკავშირებლად და New media-ს მხარდასაჭერად