უკრაინელი გამომცემლის, იგორ აგარკოვის დახმარებით, ვცდილობთ უკრაინული ბეჭდვისა და შეფუთვის მარკეტის მოცულობა განვსაზღვროთ

იგორ, შეგიძლიათ უკრაინული ბეჭდური მარკეტის მოცულობასთან დაკავშირებით გარკვეული რიცხვები გაგვიზიაროთ?

უკრაინული ბეჭდური მარკეტის მოცულობის დადგენა რამდენიმე მიზეზის გამოა რთული. ეკონომიკის ზოგიერთი თავისებურებიდან გამომდინარე, სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებს ყოველთვის ვერ ვენდობით. სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის ანგარიშიდან, სახელწოდებით „საქონლისა და მომსახურების გამოშვების მოცულობა“ ბიზნეს სუბიექტების და ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით 2013–2019 წლებში, ირკვევა, რომ 2019 წელს ქვეყნის სტამბებმა აწარმოეს (შედის კატეგორიაში „ ბეჭდვის საქმიანობა, ჩაწერილი ინფორმაციის რეპლიკაცია“) 18,8 მილიარდ გრივნაზე მეტი ღირებულების პროდუქცია (დაახლოებით 580 მილიონი ევრო). სახელმწიფო სტატისტიკის კომისია ასევე გვაწვდის ბეჭდვასთან დაკავშირებულ ცალკეულ რიცხვებს (2019):

  • ბეჭდვითი საქმიანობა და მასთან დაკავშირებული სერვისების მიწოდება: 2,4 მილიარდი გრივნა;
  • გაზეთების ბეჭდვა: 556 მილიონი გრივნა;
  • სხვა პროდუქტების ბეჭდვა: 16 მილიარდი გრივნა;
  • ბეჭდვის ფორმების დამზადება და სხვა საბეჭდი მომსახურების გაწევა: 1,7 მილიარდი გრივნა;
  • აკინძვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები: 135 მილიონი გრივნა;

ჯამში დაახლოებით 40 მილიარდ გირვნას ვღებულობთ (დაახლოებით 1,2 მილიარდი ევრო).

იგორ აგარკოვი, იგორ ვოლფი, იგორ ხოლოდი, ივან დუბროვინი და ალექსანდრ ლიაშენკო
იგორ აგარკოვი სავაჭრო გამოფენაზე იგორ ვოლფთან, Wolf კომპანიის დირექტორთან და Xerox-ს უფროს მენეჯერ, იგორ ხოლოდთან ერთად; ცნობილი IT პროდუქტების დეველოპერი ივან დუბროვინი და ალექსანდრ ლიაშენკო, უკრაინის უნივერსალური გილდიის დირექტორი.

მაგრამ მე უკრაინული ბეჭდური ბაზრის ბრუნვას მეტად შევაფასებდი. მაგალითად, ასოციაცია CEPI-ს (ქაღალდის ევროპული მწარმოებლების) მონაცემებით, ომამდე უკრაინას ყოველწლიურად მხოლოდ ევროპიდან 440 000 ტონა ქაღალდი და მუყაო შემოჰქონდა. თუ ინდიკატორად ერთ ტონაზე 1000 ევროს ღირებულებას ავიღებთ და გავითვალისწინებთ მომგებიანობის გარკვეულ მარჟას (30%), საკმაოდ ხელშესახებ ბაზრის მოცულობას მივიღებთ. ეს იმ სეგმენტების გათვალისწინების გარეშე, სადაც ძირითადად გამოიყენება პლასტმასი ან თუნუქის ქილებზე ბეჭდვის ბაზარი, სარეკლამო და სუვენირების სეგმენტი, რომლებიც დაკავშირებულია ობიექტებზე პირდაპირ ბეჭდვასთან, მოქნილ შეფუთვასთან და ა.შ.

სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა კატეგორიაში „გამომცემლობების წარმოება ხისგან, ქაღალდისგან, ბეჭდვითი საქმიანობა“ და ცალკე „საბეჭდი საქმიანობა, ინფორმაციის რეპლიკაცია“ შესაბამისად 22588 და 5108-ია. ამათგან 224 გაზეთების ბეჭდვაა, 3300 სხვა პროდუქტების ბეჭდვა, 297 კი აკინძვა (2019 წლის მიხედვით).

ომამდე უკრაინას მხოლოდ ევროპიდან 440 000 ტონა ქაღალდი და მუყაო შემოჰქონდა.

ბეჭდურ ინდუსტრიაში დასაქმებულთა რაოდენობა 102 977 იყო 2020 წლის მონაცემებით, აქედან 16 005 კერძო მეწარმე.

ჩვენ ყოველწლიურად ვაქვეყნებთ კატალოგს “უკრაინის ბეჭდვა”, რომელშიც ვათავსებთ ძირითად ინფორმაციას ყველა სტამბის შესახებ ჩვენს მონაცემთა ბაზაში მათი საქმიანობის სფეროსა და აღჭურვილობასთან ერთად. უახლესი მეთვრამეტე გამოცემა შეიცავს ინფორმაციას კიევის 900 და რეგიონების 1300 სტამბაზე.

შეგიძლიათ მოგვაწოდოთ უკრაინის მთავარი ბეჭდვის მოთამაშეების პროფილი?

უკრაინული ბეჭდვის ინდუსტრიის თავისებურება არის კომბინირებული გაშვებების სამი მძლავრი ოპერატორის არსებობა ძალიან სერიოზული სისტემებით ავტომატური ხარისხის კონტროლისა და შეკვეთების დამუშავებისთვის (Sborka, Wolf და Glyanets). ათასობით სარეკლამო სააგენტო, მცირე სტამბა და ინდივიდი უკრაინის ყველა რეგიონიდან უკვეთავს ამ სტამბებს. დღეს Wolf-მა წარმოგვიდგინა სპეციალური უფასო ბეჭდვის ვარიანტი თავის ვებსაიტზე, შეიარაღებული ძალების და მოხალისეების დასახმარებლად.

drupa 2016-ის კონფერენციის სპიკერები: Segodnya Multimedia-ს დირექტორი ოლექსანდრ ველიჩკო, გრაფიკული ტექნოლოგიების ბიუროს დირექტორი იგორ სირომიატნიკოვი (Esko partner); Agfa-ს წარმომადგენელი უკრაინაში დენის ლევინი, MacHOUSE ბეჭდური გადაწყვეტების ინტეგრატორის მენეჯერი მიხაილო ონიშჩენკო და იგორ აგარკოვი

ეფექტური გადამზიდის ( Nova Poshta-ს ) არსებობამ გაანეიტრალა კონტრაქტორების გეოგრაფიული კუთვნილების მნიშვნელობა. მიუხედავად იმისა, თუ სად იმყოფებოდა კონტრაქტორი, მომხმარებელი შეკვეთად მეორე დღეს ღებულობდა.

ბოლო წლებში სულ უფრო ნაკლები სპეციალიზებული კომპანიაა, რადგან პროდუქციის ზოგიერთი სახეობის დაბეჭდვა უფრო მომგებიანია (შეფუთვა, ეტიკეტები, წიგნები). შესაბამისად, ბევრი კომპანია ამრავალფეროვნებს თავის საქმიანობას და აფართოებს მომსახურების სპექტრს ამ ტიპის პროდუქციით.

სამწუხაროდ, ფლექსოგრაფიული ბეჭდვის ბევრი ობიექტი ხარკივშია განთავსებული, რომელიც აგრესორის დაბომბვის შედეგად დაზიანდა.

უფრო მეტიც, ბეჭდვითი სახლების უმეტესობა რეალურად ცდილობს გახდეს სარეკლამო და საწარმოო კომპანიები და უზრუნველყოს მომსახურება არა მხოლოდ ბეჭდვისთვის, არამედ, მაგალითად, POS მასალების წარმოებისთვის, ან შედიან სარეკლამო და სუვენირების პროდუქტების ბაზარზე.

უკრაინაში მუყაოს შეფუთვის ათამდე საწარმოა (ძირითადებია Lunapack და Vesna დნეპროში, Ukrpol სტრიიში, Avist ხმელნიცკში, Planeta რივნეში, Pulp Mill Print კიევში, Univest Packaging ფასტოვში და რამდენიმე სტამბა ხარკივში). მაგრამ ზოგადად, მუყაოს შეფუთვის წარმოებას ბევრი სტამბა დაეუფლა, რომლებიც აქამდე არ ახორციელებდნენ მსგავს მომსახურებას.

იგივე ეხება წიგნების სეგმენტსაც. დღეს, ტრადიციული წიგნების ქარხნების გარდა, რამდენიმე ათეული ოფსეტური სტამბა ამ პროდუქტებს დიდი მოცულობით აწარმოებს. არანაკლებ ასი ციფრული პრინტერი გთავაზობთ წიგნების წარმოების სერვისებს 1-დან 500 ეგზემპლარამდე. ჩემი კომპანია, ძირითადი საქმიანობის გარდა, წლიურად დაახლოებით ათ სხვადასხვა შინაარსის წიგნს ბეჭდავს.

ლიაშენკო, დოროშენკო და ცოლი პავლოვსკა, სინიოვა
უკრაინის უნივერსალური გილდიის დირექტორი ალექსანდრ ლიაშენკო; PrintStore Group-ის დირექტორი ოლეგ დოროშენკო და მისი მეუღლე ტეტიანა პავლოვსკა, PrintStore Group-ის განვითარების დირექტორი; PrintStore Group-ის მარკეტინგის დირექტორი ასფინა სინიოვა

რაც შეეხება ეტიკეტების წარმოებას, ეს ცოტა უფრო მარტივია. აქ დაახლოებით 200 ფლექსოგრაფიული სტამბაა. გარდა ამისა, ათი საწარმო (ლვივიდან, ხარკივიდან, ოდესიდან, კიევიდან, ზაპორიჟიადან) აღჭურვილია ეტიკეტების დასაბეჭდად ციფრული წნეხებით (ამ კომპანიადან სამს ასევე აქვს ფლექსო აპარატები). ეტიკეტი ასევე აქტიურად იბეჭდება ფურცლებზე დაყენებულ საბეჭდ მანქანებზე (ციფრული და ოფსეტური). ასეთი ათასობით პრინტერია.

მოქნილი შეფუთვით ბეჭდვის სეგმენტში 50-მდე სტამბაა (ფართო ფლექსო). სამწუხაროდ, ფლექსოგრაფიული ბეჭდვის ბევრი ობიექტი ხარკივშია განთავსებული, რომელიც აგრესორის დაბომბვის შედეგად დაზიანდა.

რა ახდენს უკრაინელი მბეჭდავებს პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე? ბიზნესის რა ნაწილია შიდა? რამდენია ექსპორტი და რომელ ქვეყნებში?

უკრაინული სტამბები სისტემატიურად აწარმოებენ პროდუქციას ევროკავშირისთვის. ექსპორტის ზუსტი მოცულობა ჩემთვის უცნობია. სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, ის საკმაოდ დაბალია. ჯობია საბაჟო მონაცემთა ბაზას დავეყრდნო, რომელზეც ამჟამად წვდომა არ მაქვს. კონკრეტულ მაგალითებს მოგიყვანთ.

მაგალითად, ომამდე ხარკივში მდებარე მოწინავე წიგნის სტამბა Unisoft -ს ევროკავშირთან წლიური ბრუნვა 2 მილიონ ევრომდე ჰქონდა. სხვათაშორის, დღეს მათი თანამშრომლები აქტიურად არიან მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართულნი, მესაკუთრის ხელმძღვანელობით. ექსპორტირებული წიგნების მნიშვნელოვანი ნაწილი მცირე რეგიონულ სტამბებზე მოდის (მაგალითად Kolo დროგობიჩიდან).

პრემიუმ შეფუთვის მწარმოებლები twin-spot და მიკრო-ჭედურობის ეფექტებით (მაგალითად Vesna დნეპროდან) აქტიურად მუშაობენ ბევრ ევროპულ ბაზართან.

ასევე გვყავს არასტანდარტული ბეჭდური კომპანიები (Start-Polygraph), რომლების აწარმოებენ მცირე ტირაჟიან შეფუთვებს მათი საერთაშორისო პარტნიორი Sticky Notes-თვის.