ინოვატორი და გლობალური კონცეფციის შემქმნელი საუბრობს ამ ომის აბსურდულობაზე და ადასტურებს, რომ ბიზნესის განახლება აუცილებელია

Მარკუს ტიმსონი, FuturePrint-ის თანადამფუძნებელი, რომელიც ბეჭდურ ინდუსტრიაში 2005 წლიდანაა ჩართული, მოუწოდებს ყველას, გლობალურ ბეჭდურ სექტორში, რომ შემოუერთდნენ Print Against War-ს და თავიდან ააშენონ უკრაინის ბეჭდური ინდუსტრია.

ცხადია, ვფიქრობ, რომ ვისაც გული აქვს, ოჯახი აქვს, არ შეიძლება არ ააღელვოს ამ შემაშფოთებელმა სცენებმა, რომლებსაც უკრაინაში ვხედავთ და სხვა არაფერია, თუ არა არაპროვოცირებული თავდასხმა მათ თავისუფლებაზე, მათ კულტურასა და სიცოცხლეზე.

მე მთელ მსოფლიოში მიმოგზაურია, და სხვადასხვა ქვეყანაში მიმუშავია და შევიცანი, რამდენად გულ ანთებული, ინოვაციური და ერთგულია ბეჭდვის ინდუსტრია. მე ვიცი, რომ უკრაინაში ამ ომმა მასზე დიდი გავლენა მოახდინა.

ძალიან გამიხარდა საქველმოქმედო ინიციატივის Print Against War-ის შესახებ რომ შევიტყე. ცხადია, ამ წუთებში, სანამ ომი ჯერ კიდევ მძვინვარებს, საჭიროა საკვები და სამედიცინო საშუალებები. მაგრამ როდესაც ომი, იმედია, მალე დასრულდება, პოლიგრაფები კიდევ უფრო დიდი გამოწვევის წინაშე დადგებიან, რომ რეალურად განაახლონ მათი ბიზნესი. თავიდან აამუშაონ ეკონომიკა.

ეს ინიციატივა მართლაც შექმნილია იმისთვის, რომ მათ უშუალოდ საკუთარ მიწაზე, უკრაინაში დაეხმაროს, ბიზნესის ამოქმედებასა და ჩვეული ცხოვრების დაბრუნებაში. Ჩვენ მოვუწოდებთ ნებისმიერს ბეჭდვის სექტორში, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რომ დავეხმაროთ ჩვენს უკრაინელ და-ძმებს და მხარი დავუჭიროთ ამ ფანტასტიკურ ინიციატივას.