კონსულტანტი და ბეჭდვის ტექნოლოგი, რომელიც თავს მსოფლიოს მოქალაქედ მიიჩნევს, შთაგონებულია შრომისმოყვარეობის ფასეულობით და მომსახურებით, რომელიც ჩვენს გლობალურ ინდუსტრიას აერთიანებს.

Smithers-ის ბეჭდვის ტექნოლოგი და ანალიტიკოსი, შონ სმიტი თავს იღბლიანად მიიჩნევს, იმ ინდუსტრიაში ყოფნის გამო, რომელიც თვითოეულ ინდივიდს ემსახურება და ხაზს უსვამს უკრაინის როლს, მათი მბეჭდავების სიმამაცეს და მათ დახმარებას სთავაზობს.

მე ბეჭდვის ტექნოლოგი ვარ დიდი ბრიტანეთიდან. თავს ევროპელად და მსოფლიოს მოქალაქედ მივიჩნევ და ძალიან გამიმართლა, რომ ბეჭდვისა და შეფუთვის პროვაიდერთა საზოგადოებაში ვიმყოფები. იმიტომ, რომ ბეჭდვისა და შეფუთვის საზოგადოება მრავალფეროვანია და მსოფლიოში ყველა ინდივიდს ეხება.

ჩვენ ვართ მწარმოებლების, კონვერტორებისა და მომხმარებლების რთული და ურთიერთდაკავშირებული ჯგუფი. ერთ-ერთი უდიდესი და უნიშვნელოვანესი ინდუსტრიული სექტორი მსოფლიოში. ბეჭდვის პროვაიდერები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არიან და ჩვენ ყველას საერთო პრობლემები გვაქვს. ვცდილობთ შევქმნათ და ვაწარმოოთ საუკეთესო ხარისხის პროდუქტი, ნებისმიერი ხელმისაწვდომი მეთოდის გამოყენებით, მიუხედავად ერთმანეთთან კონკურენციისა.

მდგომარეობა, რომელშიც ამჟამად ჩვენ აღმოვჩნდით, შემზარავია. ომი არ უნდა იყოს ცივილიზებული ერების სცენარში, თუ ის არაცივილიზებული ოპონენტის წინააღმდეგ არ არის მიმართული, როგორებიცაა რასიზმი, უცოდინრობა, ან COVID ვირუსი, რომელსაც ჩვენ ერთად ვებრძოდით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.

როგორც ჩანს, ბევრი პოლიტიკოსის ქმედება შორს არის ცალკეული ადამიანების სურვილებისგან, რომლებსაც უბრალოდ უნდათ, რომ თავისი ოჯახების, მეგობრების და თანამოაზრეების მხარდაჭერა გააგრძელონ. როგორც ჩანს, ბევრი პოლიტიკოსის ქმედებაა შორს არიან ბიზნესის ლიდერებისგან, რომელთაც სურთ სიცოცხლისუნარიანი ბიზნესი შექმნან, თავისი თანამშრომლების და მომხმარებლების მხარდასაჭერად, რომლებიც ყველგან არიან, მთელ მსოფლიოში. მიუხედავად მათი რასისა, რწმენისა და წარმომავლობისა.

უკრაინა არის მრავალი მასალის მწარმოებელი, რომლებიც მომარაგების ქსელში გამოიყენება. ჩვენ გვჭირდებით! წავიკითხე უკრაინელი მბეჭდავების თავდადების შესახებ და შეძრული ვარ. თქვენი მიღწევებით თავს არაადეკვატურად მაგრძნობინებთ და მინდა დაგეხმაროთ. ასე რომ, როგორც ყველა, მეც გპირდებით, რომ დავეხმარები და მხარს დავუჭერ უკრაინის ბეჭდური საზოგადოების აღდგენას, როდესაც ეს ომი დასრულდება, როგორც ყველა ომი.

მე ვდგავარ უკრაინის გვერდით! მე ვდგავარ უკრაინელ მბეჭდავებთან!