ყოველდღე გვესმის ახალი ამბები და ვხედავთ სურათებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ჩვენს ძირითად ღირებულებებს

Tecnau-ს ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ რაც უკრაინაში ხდება, იმ ფასეულობებს ეწინააღმდეგება, რომლებიც ყველა მშობელმა უნდა შთააგონოს შვილს აღზრდისას, რათა ის კარგ ადამიანად ჩამოყალიბდეს.

მე ცივილიზებულ სამყაროს ვეკუთვნი და უარვყოფ ომს

ნიკო ვალიანი გამოხატავს თავის სიახლოვეს უკრაინელ პრინტერებთან, გვიყვება მცირე ბიზნესის დახმარების ვალდებულებაზე და ხაზს უსვამს მის Print Against War საზოგადოების წევრობას.

კონფლიქტის მალე დასრულების და აღორძინების დაწყების იმედი მაქვს

ცნობილი ბეჭდვის ინჟინერი და გაყიდვების დეველოპერი მიუთითებს იმაზე, რომ ენთუზიაზმი და გამძლეობა მბეჭდავების საერთო თვისებებია, იმ ადამიანების, რომლებმაც იციან, როგორ წამოდგენ ყოველი დაცემის შემდეგ.

სადაც ჩვეულებრივ ბეჭდვის ინდუსტრიის გლობალურ მოთამაშეებს ვაერთიანებთ, ახლა თავშესაფარს ვთავაზობთ ადამიანებს

საბინე გელდერმანი, drupa-ს დირექტორი

Messe Düsseldorf-სთვის უმნიშვნელოვანესია უკრაინელებისთვის სოლიდარობის ჩვენება. მათი ინფრასტრუქტურის მეშვეობით, ამჟამად 1,500 ადამიანს მასპინძლობენ.

ანდეთ შეფუთვების და ეტიკეტების ბეჭდვა New Media-ს, მათი თანამშრომლების მხარდასაჭერად

ლორენცო ვილა + იგორ არტიუშჩენკო

ოდესაში დაფუძნებულმა ახალგაზრდა კომპანიამ ყველაზე მოწინავე ციფრული ტექნოლოგიები შეიძინა, მსოფლიო კლასის პროდუქციის შესაქმნელად. დღეს რთულია მათთვის შრომის ანაზღაურება, მაგრამ დანებებას და უკრაინის დატოვებას არ აპირებენ.

ბევრი ადამიანი თავს იკავებს ისეთ საკითხებზე საუბრისგან, რომლებიც შეიძლება პოლიტიკურ ჭრილში იქნას აღქმული

გამოცდილი ინფლუენსერების წყვილი რეაგირებს უკრაინის მოვლენებზე, გმობს ავტოკრატიულ ლიდერებს, მიჯნავს პოლიტიკასა და ადამიანურ ღირებულებებს და მოგვიწოდებს მსოფლიოს ირგვლივ ბეჭდური სფეროს წარმომადგენლების გასაჭირზე კონცენტრირებისაკენ.

დაბეჭდეთ წიგნები აუთსორსზე RBP Publishing-ის მეშვეობით და დაეხმარეთ მათ ქაღალდის და საკვების შეძენაში

კიევში მოღვაწე წიგნების გამყიდველი, გამომცემელი და მბეჭდავი ეძებს არა მოგებას, არამედ შესაძლებლობას რომ აწარმოოს, დასაქმებულები გამოკვებოს და არ გაფლანგოს ადამიანური და პროფესიონალური კაპიტალი.

ომის დასრულების შემდეგ, ბეჭდვითი ბიზნესის ფეხზე დაყენება ნამდვილი გამოწვევაა

ინოვატორი და გლობალური კონცეფციის შემქმნელი საუბრობს ამ ომის აბსურდულობაზე და ადასტურებს, რომ ბიზნესის განახლება აუცილებელია

ომი არ უნდა იყოს ცივილიზებული ერების სცენარში

კონსულტანტი და ბეჭდვის ტექნოლოგი, რომელიც თავს მსოფლიოს მოქალაქედ მიიჩნევს, შთაგონებულია შრომისმოყვარეობის ფასეულობით და მომსახურებით, რომელიც ჩვენს გლობალურ ინდუსტრიას აერთიანებს.

მხარი დაუჭირეთ Alfapress-ს მათი ეკო-მეგობრული პროდუქციის შეძენით

ოდესელი მეწარმე ეძებს მომხმარებელს მისი ეკო-მეგობრული საკანცელარიო პროდუქციისთვის, რომელიც ევროპული პრემიუმ ხარისხის მასალებით მზადდება.